დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს ჭაჭაც დაემატა 27.11.2020 10:42

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ტექნოლოგიით, „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა.

 

სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ შვიდი ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო”.

 

ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის დამატებით, სია რვამდე გაიზარდა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სიახლის შესახებ შესაბამისი განმარტება შევა ენოლოგიის პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსში, ამ კატეგორიის ღვინოების განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ მოხდება მომხმარებლების, ასევე კონკურსებზე ჟიურის წევრების ინფორმირება, რათა მათ ღვინის შესაბამისად შეფასება შეძლონ.

 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტ​ოში აცხადებენ, OIV-ის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც მეღვინეობასთან უწყვეტი ისტორია და ტრადიციები აკავშირებს, ღვინის დაყენების ეს მეთოდი კი, სწორედ ჩვენს ქვეყანას უკავშირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ