14:34 27.11.2020
თბილისის მერია სოცდაუცველ ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანს

მერიამ სოციალურად დაუცველი მოხუცების კვებითი უზრუნველყოფისთვის 0.5 მილიონი ლარი გამოყო. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.


მისივე თქმით, მერიამ გამონახა რესურსი და ხანდაზმულებს საკვებს სახლში მიუტანენ.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, არაერთი ბიზნესის წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, ამიტომ იქმნება პლატფორმა, რომელზეც ბიზნესის წარმომადგენლებს პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამასთან, მერმა გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა,  საკვების მიწოდების პროგრამაში, წესების სრული დაცვით, ჩაერთონ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge