დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის ადვოკატს ერთ მოთხოვნაზე პასუხი გასცა, მეორე კი განხილვის ეტაპზეა“ 27.11.2020 21:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის ადვოკატს ერთ მოთხოვნაზე პასუხი გასცა, მეორე კი განხილვის ეტაპზეა და პასუხი უახლოეს პერიოდში გაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პასუხი ადვოკატს უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსულია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების წერილები, რომლითაც ისინი ითხოვენ საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ მასალებს. ერთ-ერთ მოთხოვნაზე უწყებამ დაასრულა მოთხოვნიდან გამომდინარე დოკუმენტაციის შესწავლა და ადვოკატს გაეგზავნა პასუხი, რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, იგი ასევე მუშავდება და უახლოეს პერიოდში, მოთხოვნის შესაბამისად კანონით დათქმულ ვადებში გაეცემა პასუხი“, - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც, მათივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ