დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ექიმ ირაკლი გოგოხიას პასუხი აკაკი ბობოხიძეს 28.11.2020 10:54

“ევროპული საქართველოს” წევრს, აკაკი ბობოხიძეს ექიმი ირაკლი გოგოხია სოციალურ ქსელში პასუხობს.

 

“მოგესალმებით ჩემო კოლეგებო (ექიმებო, ექთნებო და სანიტრებო) მინდა გითხრათ , რომ თქვენ ხართ გმირები, იმიტომ, რომ ყოველგვარი უკუგების მოლოდინის გარეშე, აკეთებთ იმ საქმეს რაც გულით გიყვართ და ამიტომაც, ცოტა გიჟებიც კი ხართ.

მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეკითხები;


რატომ გინდა ექიმობა? მოგწონს სამედიცინო ფორმა ექიმებს რომ აცვია?


მოგწონს ხალხის დახმარება? ფულის გამო? ექიმები ითვლებიან საზოგადოების გამორჩეულ ნაწილად? და ა.შ.


ყველა პასუხი არაერთგვაროვანია და ყველას თავისი მიზეზი და ინსპირაცია გააჩნია.


ყველაზე მთავარი მიზეზი, მაინც მზრუნველობის სურვილია, ჩემმა მეგობარმა ცნობილმა ქირურგმა კახა ქუნთელიამ ერთხელ მითხრა , ექიმად არ მუშაობ, ექიმი ხარ უბრალოდ ,ამ სიტყვებით ბევრი რამის თქმა შეიძლება.


ჩვენ ექიმები ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ ეს აზრი აპოლიტიკურია და ხშირ შემთხვევაში, როცა არ ვაფიქსირებთ, იმიტომ , რომ ვხვდებით რაღაც ეტაპზე მარტო ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და აზრის დაფიქსირებას ეფექტი არ ექნება.


მე საქართველოში თითქმის ყველა რეანიმაციულ განყოფილებაში ვარ ნამყოფი და ყველა ექიმს ვიცნობ, მეამაყება მათთან მეგობრობა.


ზოგი სნაიპერია და კარგად ისვრის,ზოგი ნაკლებად კარგად, მაგრამ დღეს ყველა ისვრის და ესვრის კოვიდს და ბევრი ბრძოლის ველზე დაეცა კიდეც და უდიდეს მწუხარებას ვუცხადებ მათ ოჯახებს.


პანდემიების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვორდინგს , რასაც ლევანი რატიანი აკეთებდა და ცდილობდა ხალხის ფსიქოლოგიაზეც ემუშავა, ყველა მისი ინტერვიუ ნახეთ და გაიხსენეთ ( ყველაფერი კარგად იქნება , აუცილებლად გადავრჩებით) მაგრამ ,ის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა და დგას ეხლაც, იგივე შემიძლია სხვებზეც ვთქვა .


ყველა ექიმი დღეს ვინც არის კოვიდის მართვაში ჩართული , რომ გამოვიდეს და დაიწყოს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი რა დღეშიც არინ, სამჯერ მეტი ადამიანი პანიკით მოკვდება.
ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ არასწორად გაკეთდა და ბევრი შეცდომა დავუშვით; ექიმებმაც, ხალხმაც და მთავრობამაც, მაგრამ ექიმები?! გვაპატიოს ყველა პოლიტიკოსმა თქვენს დაკრულზე ვერ ვიმღერებთ, ეს იქნება პოზიცია თუ ოპოზიცია.


ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ირგვლივ პოლიტიკური ვითარება არ გავინტერესებს.
რატომ დაწერე ეს პოსტი? იმიტიმ , რომ გუშინ ვუყურე აკაკი ბობოხიძის გამოსვლას, გრიგოლიას ეთერში და გავღიზიანდი რაც ექიმებზე ილაპარაკა .


სანამ იმას დავწერ, ამ კაცზე მე რას ვფიქრობ,მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჩემს კოლეგას, ამ ბრძოლისთვის და იცოდეთ გმირები ხართ.
ბატონო აკაკი მინდა იცოდეთ , რომ ერთერთი უნიჭო და უინტელექტო პოლიტიკოსი ხართ ქართულ პოლიტიკურ არენაზე და მიკვირს იმ პარტიაში სადაც ძალიან ბევრი ინტელექტუალია თქვენ რა გესაქმებთ.


მინდა გითხრათ , რომ ყველა თქვენი მოსაზრება ქართველ ექიმებზე მცდარია და ისინი დიახ!!! გმირები არიან და მაყუთს, როგორც განაცხადეთ არ აკეთებენ .
ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ და არასდროს არ დაგჭირდეთ ჰოსპიტალი, მითუმეტეს კოვიდის გამო იმიტომ რომ;


5 წუთი გისმინეთ და როგორც პროფესიონალმა ექიმმა დიაგნოზი დაგისვით, შეგიძლიათ უფასო კონსულტაციის სახით გაითვალისწინოთ, რასაც ეხლა გეტვით.
პაციენტი აკაკი ბობოხიძე, როგორც გამოიყურებით ასაკი 65წ., თუ უფრო ახალგაზრდა ხართ თქვენ თავს დააბრალეთ ესე ცუდად რომ გამიყურებით.


ბატონო აკაკი თქვენ გჭირთ;


ანენცეფალია, შესაბამისად თქვენი თავის ტვინის მოცულობა და სხეულის მასის ინდექსის შეფარდება პროცენტულად არ ემთხვევა, ამიტომც გამოირჩევით დაბალი ინტელექტით.
რაც შეეხება თვენს სხვა ქრონიკულ დაავადებებს ;


ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელმაც გამოიწვია თქვენს პულმონარულ სისხლძარღვოვან ქსელში წნევის მომატება,შუნტის კომპენსირების მიზნით, ჯერ ამის გამო არ ჩამოგყალიბებიათ მეორადი პულმონური ჰიპერტენზია და მარჯვენა გულის უკამრისობა.


ამიტომაც არის, რომ ლაპარაკის დროს ძალიან მალე ხმა გეკარგებათ , წითლდებით ( სასუნთი ზედაპირის ნაკლებობის გამო CO2 -ს სწარფად აგროვებთ ) და შიდა საუღლე ვენები გებერებათ ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე თქვენი თავის ტვინის მუშაობაზე ალბათ თავბრუხვევას ხშირად განიცდით და ამიტომაც გაქვთ აზროვნების დაქვეითება ( ქრონიკული ჰიპოქსიური გავლენა თავის ტვინზე) და ხშირად ბოდავთ.


ამ ყველაფრით რაც თვენ გჭირთ მე ექიმებს არ შევუტევდი, ამასაც რჩევის სახით გაძლევთ.


სამწუხაროა, რომ ამდენი წელი პოლიტიკაში ხართ და სინქრონული ლანძღვაც კი არ შეგიძლიათ, ქვეყნისთვის თქვენ, თქვენი უბადრუკი კარიერის განმავლობაში,რა სარგებელიც მოგიტანიათ , რეანიმაციის სანიტრის ერთ მორიგეობასაც კი არ უდრის.


მაპატიეთ , რომ მეორე ლოყა ვერ მოგიშვირეთ.


P.S. ჩემო კოლეგებო თქვენ წარმატება ამ ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ….”, – წერს ირაკლი გოგოხია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ