დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლეს 28.11.2020 19:50

პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ორივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი პარლამენტთან აქციის დროს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებთან ერთად მართავდნენ. აქციის მონაწილეები აბაშიძე-კარასინის ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას აპროტესტებდნენ. მათ პარლამენტთან საბჭოთა სიმბოლიკის ნახატის გაკეთება სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ