დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს 29.11.2020 11:35

სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს, რისი მიზეზიც მონტენეგროში სერბეთის ელჩის განცხადება გახდა.

 

ვლადიმერ ბოჟოვიჩმა განაცხადა, რომ მონტენეგროს ხელისუფლების 1918 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ის სერბეთთან გაერთიანდა მონტენეგროს გათავისუფლებას ნიშნავდა. ამ განცხადებს მონტენეგროში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დასდეს ბრალად. ბოჟოვიჩს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცეს.

 

ამასთან საპასუხოდ სერბეთმა ქვეყნიდან მონტენეგროს ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

 

1918 წელს მონტენეგროს პარლამენტმა სერბეთთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო და იმავე წელს სერბების, ხორვატების, სლოვენიელებისა და მონტენეგორელების სამეფო შეიქმნა, რომლესაც იუგოსლავია ეწოდა და 1992 წლამდე იარსება. მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ