დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხვალიდან აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღდგება 29.11.2020 14:18

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის განყოფილების ხელმძღვანელის ვახტანგ ბერიშვილის განცხადებით, რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ სრულად აღდგება.

 

„დილის 5:00 საათზე აღდგა დაზიანებული მილსადენი და დაიწყეს გაზის მოწოდება, ამჟამად ყველა ცენტრალური მილსადენი დატვირთულია, აბონენტებზე მიწოდების აღდგენის პროცესი სპეციფიკურია და უბნებს თანდათან ვაწვდით. პირველ რიგში იმ ტერიტორიებს ვრთავთ, სადაც კოვიდსასტუმროები მდებარეობს, ხვალისთვის მიწოდება სრულად აღდგება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვახტანგ ბერიშვილმა.

 

აჭარისა და გურიის აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ დილიდან ცენტრალური მაგისტრალის ავარიული დაზიანების გამო შეუწყდათ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია გაზსადენზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ