დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება 29.11.2020 14:25

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩს ცვლილებებით ხვდება. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს. „უელსთან“ შეხვედრის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. ირლანდიასთან თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს.

 

დუბლინში „ავივაზე“ ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს. გუნდი დუბლინში გუშინ ჩაფრინდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ