დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„აი, დიპლომატი! მართლაც საპრეზიდენტო-საპრემიერო კაცი!“ 29.11.2020 14:44

ჟურნალისტი, პროფესორი სოსო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს: რეზო თაბუკაშვილის დიპლომატიური ნიჭი საყოველთაოდ იყო ცნობილი. მაინც განმაცვიფრა იმან, რაც წუხელ ირაკლი პაპავამ ბუბა ხოტივარის გადაცემაში (ტვ „პულსი") გვიამბო:
ცენზურამ მორიგი ფილმი უნდა მიიღოს და ეკრანებისაკენ გზა მისცეს. ფილმში პირველად არის საუბარი ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე და, რაც მთავარია, გრიგოლ რობაქიძეზე. ჩემი შეტყობით, ეს ის ფილმია, საიდანაც პირველად მოვისმინეთ და სამუდამოდ დავიმახსოვრეთ ეს სტრიქონები:
„დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი დანდობით
არ გადავშენდებით"...
ცენზორი გვარად ბარამიძეა. ფილმის ოპერატორიც - ცნობილი იური ბარამიძე. რეზო თაბუკაშვილი კი ცენზორისთვის ფილმის საჩვენებლად იკა პაპავას აგზავნის. როგორი გადაწყვეტილებაა?! თვითონ რომ წასულიყო, ეს ხაზს გაუსვამდა ფილმის მნიშვნელობას. ცენზორი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდა, იფიქრებდა, ეს უთუოდ რაღაც შარში გამხვევსო... მისი მოგვარე ბარამიძე რომ გაეგზავნა, - აჰა, ესე იგი რაღაცის გაპარებას ამ გზით ცდილობსო... აი, დიპლომატი! მართლაც საპრეზიდენტო/ საპრემიერო კაცი! და რა ადრე დაგვტოვა?! 
ალბათ, დაგაინტერესებთ, იქ რა მოხდა. ცენზორი უყურებს ფილმს. იკა პაპავა კვდება ნერვიულობით: რას იტყვის, რას მოიმოქმედებს. და უცებ ცენზორის თვალებზე ცრემლებს ხედავს. ქვაც კი ატირებულა...
ასეთი იყო რეზო თაბუკაშვილი და მისი ფილმები. მთელი გუნდი, ამ ფილმებს რომ ქმნიდა...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ