დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელები ობიექტების რეკომენდაციების სრული დაცვით გახსნას ითხოვენ 29.11.2020 17:23

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელები ერთობლივ სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ბიზნეს ობუდსმენსა და ხელისუფლებას მომავალ კვირაში გააცნობენ. სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების დირექტორები დღეს შეიკრიბნენ და ერთობლივი სამოშაო გეგმა შეიმუშავეს. დირექტორების განცხადებით, წინასაახალწლოდ რამდენიმე დღით დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს არ გამოიღებს. ამდენად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები რეკომენდაციების სრული დაცვით და ისინი მზად არიან, საამისოდ გაზრდილი სამუშაო საათებითაც იმუშაონ, ვიდრე წინასაახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე დღით მუშაობდნენ.

 

„ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, რომელიც გვინდა მთავრობას გავაცნოთ. ვთხოვ ბიზნესობუდსმენს, რომ ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

„etail Group Georgia“-ს დირექტორის რეზო მაღალაშვილის განცხადებით კი ისინი მთავრობას შესთავაზებენ, თუ რა ფორმატში შეუძლიათ, იმუშაონ დეკემბერსა და იანვარში.

„შეგვიძლია, პასუხისმგებლობა ავიღოთ გარკვეულ საკითხებზე, რომ კარგად ვმართოთ ნაკადები. თუმცა ჩვენგან იქნება მოთხოვნა, რა პერიოდში გვინდა ვივაჭროთ. ეს არ იქნება ის ერთი კვირა, რომელიც ახლაა მოცემული“, - განაცხადა მაღალაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ