ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული. შენობასთან ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები იმყოფებიან. ისინი ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს მხარდაჭერას უცხადებენ. კლუბი გუშინ პოლიციამ 10 ათას-ლარიანი ჯარიმით დააჯარიმა და გააფრთხილა. ამასთა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მოქალაქე, რომელიც ფიტნეს კლუბში იმყოფებოდა, პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს და აჭარის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge