დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი“ 29.11.2020 21:27

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ მისცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა საკუთარი მკურნალობის და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა. ის ასევე იხსენებს, რომ მისი ასაკის და თანმხლები დაავადების გამო კოლეგები პაციენტებთან კონტაქტის შეწყვეტას ურჩევდნენ.

 

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ ვითარებას, შეფერხებებით, მაგრამ უმკლავდება, საუბარი იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო კი უბრალოდ ტყუილია. „რას ჰქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად? ამისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ ყოფილიყო, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში რაღაც დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაჩვენებელი ახალი შემთხვევების ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, როგორ გაუმკლავდებოდა ამას?“ - აცხადებს ცერცვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ