დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ეს ობიექტი ინსპექციამ გუშინ დააჯარიმა, მაგრამ მუშაობა არ შეწყვიტა - დაწყებულია გამოძიება” 29.11.2020 21:46

“რეფორმერი ფიტნესმა” დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა და დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ობიექტი შრომის ინსპექციის მიერ გუშინ დაჯარიმდა.

 

“ეს ობიექტი შრომის დაცვის ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა გუშინ. ასევე, დღესაც მოხდა აღნიშნული ობიექტის გამოვლენა, რომ ობიექტმა დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა. ჩვენთან შემოვიდა მასალები და დაწყებულია გამოძიება”, - განაცხადა ანანიაშვილმა.

 

ცნობისთვის, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში", რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ