დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ამჯერად არ გვიხსენებია პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი - სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“ 29.11.2020 22:35

რა საკითხები განიხილა პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან. გავრცელდა ცნობა, თითქოს მხარეებმა სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები შეაფასეს და ქართული მხარის წარმომადგენელმა ეს მოვლენები დაგმო. ზურაბ აბაშიძემ ეს უარყო, დღეს კი ეს კარასინმაც დაადასტურა. „იმედის“ მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტთან საუბარში კარასინმა დიალოგის შინაარსი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მხარეებმა ბევრი საკითხი განიხილეს.

 

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

 

27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მხარეებმა 2019 წელს გავრილოვის თბილისში ვიზიტიც განიხილეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ