დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს, ლეოპოლდო ლუკეს ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა 29.11.2020 23:42

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს, 39 წლის ლეოპოლდო ლუკეს ლეგენდარული ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება ედება. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ექიმის სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები დ დოკუმენტაცია, მათ შორის მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ