დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი რო­მა­ნი აქვს - ვინ არის გოგონა, ვისგანაც ექს-პრეზიდენტი კოვიდ-19-ით და­ინ­ფი­ცირ­და 30.11.2020 00:23

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი რო­მა­ნი აქვს. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლიზა იას­კოა. წყვი­ლი, ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობს", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Strana.ua. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. 

 

"ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მას წყვი­ლის გა­რე­მოც­ვა უყ­ვე­ბა, რო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, გო­გო­ნა პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რობს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში - ლეს­ნი­კის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნულ სახ­ლში. მათი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბუ­ლი იყო საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­სა და სა­ერ­თო გა­რე­მოც­ვა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლთან, რო­მე­ლიც კი­ევ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. წყვი­ლი ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დაა და მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ", - წერს გა­მო­ცე­მა. 

Strana.ua-ვე ცნო­ბით, წყვი­ლი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, დი­მიტ­რი გორ­დო­ნის, მომ­ღე­რალ ოლია პო­ლი­ა­კო­ვი­სა და პრო­დი­უ­სერ მი­ხე­ილ ია­სინ­სკის კამ­პა­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და. ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში, ჭიქა ღვი­ნო­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და სხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. "პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უცხო თვა­ლის­გან და­სა­მა­ლად, სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მეტ­რი­ა­ნი ღო­ბეც კი გა­ა­კე­თა და მე­ზობ­ლე­ბის ფან­ჯრებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­და, თუმ­ცა სა­ერ­თო მე­გობ­რებ­მა წყვი­ლის ფოტო "ინ­სტრაგ­რამ­ზე" მა­ინც ატ­ვირ­თეს", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბით­ვე, ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რებს გა­დაკ­ვე­თა საქ­მის ფარ­გლებ­ში უწევ­დათ, ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ტე­ლე­ე­თე­რებ­სა და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­ში ლვოვ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში. სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში წყვილი პირ­ვე­ლად სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოჩ­ნდა.

 

Strana.ua-ს ცნო­ბით, ან­დრეი ბოგ­და­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც ის სა­ა­კაშ­ვილ­სა და იას­კოს­თან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი. "ვსა­უბ­რობთ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე, გან­ვი­ხი­ლავთ უკ­რა­ი­ნის არ­ჩევ­ნებს ძა­ლი­ან კარგ კამ­პა­ნი­ა­ში", - წერ­და "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეჭი­რა, თუმ­ცა სწო­რედ ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­დო­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

 

"იას­კომ არა­ერ­თხელ და­ა­ყე­ნა სა­კი­თხი ყი­რიმ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ენის და­კარ­გვის საფრ­თხის შე­სა­ხებ, ევ­რო­პა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რო­გორც თა­ვად კო­მი­სარ­თან, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­თან, ვი­საც ეს თემა ეხე­ბო­და. ყო­ვე­ლი ასე­თი ჩარ­თვი­სას, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში იჯდა, უკ­რა­ი­ნულ-ქარ­თუ­ლი პო­ლიტ­კუ­რი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ბოლო დროს მან და სა­ა­კაშ­ვილ­მა არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი ვი­დე­ო­მი­მარ­თაც გა­ავ­რცე­ლეს.

 

Strana.ua აგ­რეთ­ვე წერს, რომ იას­კომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში Covid 19-ის ტესტზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, აქე­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ინ­ფი­ცირ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც. "რის შემ­დე­გაც წყვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან სხვა­დას­ხვა ფოტო დ ვი­დე­ო­მას­ლას ტვირ­თავ­და ლი­ზას საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან, ჩაკ­რას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მას იუ­ბი­ლე­ზე აჩუ­ქეს", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის­ვე ცნო­ბი­თაც, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მეტნ­ში წყვი­ლის კო­ლე­გე­ბით­ვის ამ რო­მა­ნის შესა­ხებ უკვე ცნო­ბი­ლია და "მი­უ­ხე­და­ვად დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ლიზა ბედ­ნი­რე­ბის­გან ანა­თებს". "ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ფრაქ­ცი­ა­შიც დიდი ხა­ნია გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, რო­გორც პი­რად მი­მო­წე­რა­ში, ასე­ვე პარ­ტი­ის ჩათ­ში. ბევ­რს არ ეს­მის, რაში სჭრ­დე­ბა ლი­ზას ის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ის ადა­მი­ა­ნი არ არის, რო­მე­ლიც მას კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვილს უამ­რა­ვი რო­მა­ნი ჰქონ­და და უკ­რა­ი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის მი­მართ მისი ლტოლ­ვა ყვე­ლამ იცის. მათ ერ­თად ხე­და­ვენ რეს­ტო­ნებ­ში, ასე­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი რო­მა­ნი...", - წერს გა­მო­ცე­მა თა­ვის ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

 

ინ­ტერ­ნეტ­ში ახა­ლი წყვი­ლის გა­მო­ჩე­ნა აქ­ტი­უ­რი გან­ხივ­ლის სა­გა­ნი გახ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის თქმით, საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ტომ იპყრობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბის გულს, მა­შინ, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა მათ­თვი­საც არ არის ძნე­ლი. "ფაქ­ტია, რომ ეს კაცი სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით, მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც სწყა­ლო­ბენ... თუმ­ცა რო­გორც იმა­ში ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მისი გული ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას ეკუთ­ვნის თუ უკ­რი­ა­ნულს, ასე­ვე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ქა­ლებ­შიც", - წერს კო­ლია სო­რო­კი­ნი.

 

ცნო­ბის­თვის, ლიზა იას­კო ოფი­ცი­ლა­უ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. რო­გორც ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერ­და, მან სა­ხე­ლი "ფეიკ-ლეს­ბი" ფო­ტო­თი გა­ით­ქვა, რო­მელ­ზეც ის გო­გო­ნას კოც­ნის.

 

 


წყარო: ამბები.გე

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ