დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ეს არის ჩემი ბინა, თუმცა პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანა“ 30.11.2020 00:58

ეს არის ჩემი ბინა, თუმცა პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანა გარეთ,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ “რეფორმერი ფიტნესიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის 30 ნოემბერს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს.

 

“ველოდებით როდის დაასრულებს პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს, მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩემი ბინა და თუ მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომელიმე შპს-სთან, რომელიც არღვევდა მთავრობის დადგენილ რეგულაციას წასულიყვნენ იმ შპს-სთან და დაეჯარიმებინათ, ეს იყო ჩემი ბინა და მათ აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვთხოვდი, რომ წარმოედგინათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მიშვებდნენ საკუთარ ბინაში და თვითონ რჩებოდნენ იქ - ეს დოკუმენტი არ წარმომიდგინეს და საბოლოოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანეს გარეთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილები. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, დღეს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ