დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება 30.11.2020 10:27

 

დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.


საქმეზე გამოძიება 308- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის  მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ