დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

კარტოგრაფების ადვოკატი - სასამართლოს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარვუდგენ 30.11.2020 11:04

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარადგენს, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომლის გამოუყენებლობასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, კარტოგრაფიულად ვარგისი არ არის.

 

მისივე თქმით, რუკების ექსპერტიზა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ არის ჩატარებული.

 

„პროკურატურის პოზიცია ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, ალბათ, ლოგიკურია, რომ ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ჩვენი პოზიცია არის, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან და დამატებით ვთავაზობთ სასამართლოს დაახლოებით 200 ადამიანის თავდებობას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ იყვნენ ბრალდებულების თავდებები.

 

ჩვენ დღეს სასამართლოში წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადაო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები, არის უვარგისი კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები არის სრულ აცდენაში რეალობასთან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები და იყო გამოუსადეგარი და ამიტომ არ გამოიყენეს,“- განაცხადა მარიკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ