დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მთავარია იყოს კონკრეტული შემოთავაზება 30.11.2020 11:15

 

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიცია სოლიდარულია იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ თუ "ოცნება" შესაბამის წინადადებას არ წარმოადგენს, ისინი პარლამენტში არ შევლენ. ამის შესახებ მან „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა.

 

"ხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს მუდმივი შეხვედრები და კონსულტაციები და არის მზადყოფნა გამოთქმული, რომ იყოს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოღონდ, მთავარია, იყოს კონკრეტული შემოთავაზება. არ იქნება სხვა გადაწყვეტილება, არ იქნება იმასთან შეგუება, რომ ეს არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს არის ყველას გადაწყვეტილება, ყველა იყო სოლიდარული და, მე ვიცი,რომ რჩებიან სოლიდარული ამ გადაწყვეტილებისადმი,"-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

 

ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მმართველი გუნდის ოპონენტები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ