დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოდან 4.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა 30.11.2020 11:48

 

 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. მათივე ცნობით, ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი. მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ