დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ელენე ხოშტარია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს „საშიშ და მავნებლურს” უწოდებს 30.11.2020 12:00

ევროპული საქართველოსერთ-ერთი ლიდერის, ელენე  ხოშტარიასგანცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი „საშიში და მავნებლურია”.

 

როგორც ხოშტარიამ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ბოლო, ონლაინ შეხვედრის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების ეს ფორმა საზოგადოებისთვის არაგამჭვირვალეა და არ ვიცით, „რამდენად გაყიდაქართულმა ოცნებამჩვენი ქვეყნის ინტერესები კონკრეტულად ამ რაუნდზე”.

 

ამ ბოლო ინციდენტმა კიდევ ერთხელ ანახა, რამდენად მავნებულია ეს ფორმატი, რამდენად არაგამჭვირვალეა და რამდენად არ ვიცით, რა ხდება მარტო დარჩენილ საქართველოს და რუსეთის შორის მოლაპარაკებებში. ხელისუფლებამ მხოლოდ პროტესტის და ერთი დღის შემდეგ გააკეთა განმარტებები, მე ვიტყოდი, ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები იმიტომ, რომ ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ საერთოდ ლაპარაკი არ იყო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ სხვა ინტერპრეტაცია იყო. ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვიმარჩიელოთ, რამდენად გაყიდაქართულმა ოცნებამჩვენი ქვეყნის ინტერესები კონკრეტულად ამ რაუნდზე. ამიტომ, ეს ფორმატი არის ძალიან საშიში და ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი სასარგებლო ფორმატი არის საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ