დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ღონისძიებას გამართავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტი იქნება მიღებული"- გიგი უგულავა 30.11.2020 13:21

 

 

ევროპული საქართველოსერთ-ერთი ლიდერ გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ცალკე ღონისძიებას გამართავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ღონისძიებაზე რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს. 

 

"გაყალბებული პარლამენტის შეკრების უფლებამოსილების დღეს ვაპირებთ ცალკე ღონისძიებას, სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. ხელი მოეწერება დიდ საერთო დეკლარაციას: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტება. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა. მეორე დოკუმენტს ხელს ის პარტიები მოაწერენ, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით გადალახეს ბარიერი, სიის ჩახსნის მოთხოვნით. მესამე და  მთავარი დოკუმენტი არის ის, სადაც ყველა გასული დეპუტატი მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში და მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ