დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნათია თურნავა - სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან 30.11.2020 13:44

მოლების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა, რაც ფასდაკლების ელემენტარულმა აქციამ შეიძლება გამოიწვიოს - ჩვენ ამ თვალსაზრისით საფრთხის შემცველი ვითარება ვიხილეთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

თურნავამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესებამდე მთავრობას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ დარგის წარმომადგენლთან, ვისაც შეზღუდვები შეეხო. მინისტრის თქმით, მთავრობა ბიზნესის მოთხოვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

 

“მიღებულია გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება. მოლების წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგების არგუმენტები მოისმინეს და ჩვენ მათი პრობლემები გავითვალისწინეთ. ზოგადად, ეს მათი პრობლემა არ არის, ეს არის ეკონომიკის პრობლემა. ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან ივაჭრონ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი ახერხებენ პროცესის მართვას, როგორც უშუალოდ მოლის ტერიტორიაზე, ასევე გარეთა პერიმეტრზე, რიგების მართვის თვალსაზრისით. სურათი რაც ჩვენ შეზღუდვებამდე ერთი დღით ადრე ვიხილეთ, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს. ეს 24 დეკემბრის შემდეგაც აქტუალური იქნება. უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამ პროცესის მართვა შეუძლიათ. ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს. ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, თუ რატომ მიიჩნევა მთელს მსოფლიოში, რომ მოლები, რესტორენები არის მიზიდულობის ცენტრი და ადამიანების დიდ მობილობას ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ