დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ანა ნაცვლიშვილი ოპოზიციის მხრიდან სასამართლო რეფორმის ცალკეული მოთხოვნების განხილვას გამორიცხავს 30.11.2020 13:50

ჩემთვის პირადად სასამართლოს რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი საკითხი, ეს ნადვილად საჭირბოროტო თემაა ქვეყნის მომავლისთვის, თუმცა საერთო ოპოზიციურ მაგიდაზე ასეთი რამ არ განიხილება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნებია ახალი, გამჭვირვალე არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

 

ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც  ჯაფარიძე ამბობს, რომ „არსებობს რაღაცები, რაც შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით“.

 

„მკაფიოდ და მწყობრად არის ჩამოყალიბებული ჩვენი მოთხოვნები, რომელსაც ყველა ოპოზიციური ძალა იზიარებს. ეს არის ახალი არჩევნები ახალი ცესკო-თი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სუფთა, გამჭვირვალე არჩევნები. ცალკეული მოთხოვნები არ განიხილება, ჩვენ დაყენებული გვაქვს ერთიანი მოთხოვნები და მესამე რაუნდზე ველოდებით ამ მოთხოვნებთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციას“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ