დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ლევან თარხნიშვილი - არავინ იცის, იქნება თუ არა მესამე რაუნდი 30.11.2020 14:15

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ ელჩებმა ნათლად აუხსნეს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის პოზიციები და ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. 

 

მისი თქმით, გუშინ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს ე.წ. მეორე ტურის შედეგები. 

 

"ყოველდღე შეგვიძლია, ველოდოთ იმას, რომ ცესკო შეაჯამებს ამ ე.წ. არჩევნების საბოლოო შედეგებს და შემდეგ ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია, დანიშნოს პირველი სხდომა. ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ, რათა გავარკვიოთ ბოლო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვშვრებით პირველი სხდომის დროს. გარკვეული მონახაზები უკვე არსებობს. „ლეიბორისტებთან“ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ეს მონახაზები გავაჟღერეთ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

 

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად დაგეგმილი ღონისძიების ტექნიკურ დეტალებზე ექნებათ საუბარი.

 

„რაც შეეხება მესამე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით სიახლის თქმა არ შემიძლია, რადგან იქნება თუ არა ეს მესამე რაუნდი საერთოდ, არავინ იცის. თუ იქნება, როდის იქნება და რითი მობრძანდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ბურთი ხელისუფლების მოედანზეა“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ