დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა 30.11.2020 14:28

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური საკითხების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავი ორგანოები არ აძლევენ.

 

ადგილზე შეკრებილები თორნიკე რიჟვაძის მისამართით სკანდირებენ: “მონა, მონა!“.

 

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ