დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სოსო ცინცაძე: ოპოზიციის ბრალდებები აბაშიძის მიმართ სამარცხვინოა 30.11.2020 14:50

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, ოპოზიციის ბრალდებები აბაშიძის მიმართ.  

 

როგორც სოსო ცინცაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, ზურაბ აბაშიძე ფრთხილი, პროფესიონალი დიპლომატია, რომელიც არასოდეს ზედმეტს არ წამოროშავს.

 

„თუ ლავროვი ელოდება რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რუსეთი ჩვენი მოკავშირეაო - მას დიდხანს მოუწევს ლოდინი. ამას ვერ მოესწრება. აბაშიძე -კარასინის ფორმატი პატარა მბჟუტავი სანთელივით არის, თუ ესეც ჩავაქრეთ, თუ მოღალატე ვუძახეთ მას, მაშინ რა არის ალტერნატივა?

ნუთუ მაგალითი არ უნდა იყოს ჩვენთვის აზერბაიჯანი. როგორ დაიბრუნა ტერიტორიები, რუსეთის ლანძღვა-გინებით? პირიქით. რუსეთმა ერთი-ერთზე დასვა აზერბაიჯანი სომხეთთან. ეს ჩვენთვის გაკვეთილია,“- აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

 

მისი თქმით, ნამდვილი პოლიტიკოსი ისეთ რამეს არ იტყვის, რისიც თვითონ არ სჯერა.

 

„ოპოზიცია პატარა შანსსაც არ უშვებს, დაუფიქრებლად, არა არაჰუმანური ბრალდებები წაუყენონ აბაშიძეს.

აბაშიძე ნახევარი საუკუნეა დიპლომატია და სულით  ევროპელია. მან არ იცის ვინ არის კარასინი? 

ნაციონალები იმას ვერ იტანენ, რომ  2008 წელს რუსეთმა ისინი ბავშვებივით გააბრიყვა, ამას ვერ დაივიწყებენ, პროვოკაციაზე წამოაგო.

რუსეთის მხრიდან ვინ წერს ამ ტექსტებს გაუგებარია, შესაძლოა ეს ზახაროვაა. ისინი წერენ, რომ რუსეთმა მიაღწია და აბაშიძეს პირით საქართველომ დაგმო, ნაციონალისტური გამოხტომები, გავრილოვის ამბავი. შესაძლოა ეს ტექსტები არც ლავრომა იცის და არც კარასინმა,“- განაცხადა სოსო ცინცაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ