დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ზურაბ აბაშიძე: როგორც კი პანდემია მოგვცემს საშუალებას, რუსეთთან ფრენები აღდგება 30.11.2020 15:34

ფრენებთან დაკავშირებით, რუსეთში თვლიან, რომ როგორც კი პანდემია შესუსტდება, ისევ აღდგება მიმოსვლა, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთი ჯეჯრჯერობით ფრთხილობს ამ საკითხთან მიმართებაში.

 

„როგორც კი პანდემია მოგვცემს საშუალებას ფრენები აღდგება, მაგრამ ამ თემას უკავშირებენ რუსი ტურისტების უსაფრთხოების გარანტიას. იმედოვნებენ, რომ ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში რუსოფობიური გამოხტომები დასრულდება.

 

თუმცა, ჩვენთან რუსოფობიური გამოხტომები არცერთ რუს ტურისტს არ უგვრძნია. ეს ალბათ, პოლიტიზრებული საკითხია. ამის ვერცერთ შემთხვევას ვერ დაგვიდასტურებენ. ეს მხოლოდ მათი პოზიციაა.

 

პანდემიის სიტუაცია, რომ დასრულდება, ვფიქრობთ აღდგება ჩვენს შორის ურთიერთობა. ახლა ნამდვილად არარეალურია. სამომავლოდ კი, ვფიქრობ, შესაძლებელია,“ -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ