დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ნიკოლოზ სამხარაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება 30.11.2020 15:36

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე „გირჩის“ ლიდერის,ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.

 

„მართლმსაჯულების რეფორმის რამდენიმე ტალღა უკვე განხორციელდა, ასევე განხორციელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილება, შესაბამისად მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ რეფორმაში გადადგმულია. თუმცა, მომდევნო პარლამენტში ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა. ამიტომ, ამ საკითხის ასე მიბმას დღევანდელ საკითხთან, ვერ ვხვდები რა აზრი აქვს. რეფორმა არის მუდმივი პროცესი და გაგრძელდება ისედაც და ასედაც, შემოვლენ თუ არა ისინი პარლამენტში“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით“.

 

ჯაფარიძის თქმით, ამისთვის უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ჩატარდება ისე, როგორც ამაზე პარტიები შეთანხმდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ