დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ნიკოლოზ სამხარაძე: მესამე რაუნდის შეხვედრა, სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება 30.11.2020 16:06

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

 

მისი თქმით, მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. 

 

„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. შეხვედრა იგეგმება და ზუსტად იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდეს. ეს შეხვედრა იქნება და პოზიტიური შედეგებით დასრულდება. „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის. ის, რომ საჯაროდ არ ცხადდება მოლაპარაკების დეტალები, ეს არის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა სამხარაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ