დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებით, მეზობელი ქვეყნების თვალში არაკეთილსინდისიერები გამოვდივართ 30.11.2020 16:44

ვფიქრობ, რომ ამ მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი გადაუჭრელ პრობლემად დარჩება, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა, - პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.

 

ზაქარეიშვილის განმარტებით, იმ მოლოდინს, რომ საქართველო გლობალურ ეკონომიკურ მოთამაშე ქვეყნად  გადაიქცეს, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება.

 

„თუ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი არ გვექნება, ფოთისა და ბათუმის პორტების ამარა დარჩენა მოგვიწევს. თუ ჩვენი მიზანია, რომ გადავიქცეთ სტრატეგიულ სატრანზიტო ქვეყანად, მაშინ, აუცილებელია, რომ ეს პორტი არსებობდეს“, - აღნიშნავს ის.

 

ზაქარეიშვილის თქმით, ისეთ  დინამიურ რეგიონებს, როგორიცაა - ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი, თუ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მათმა ტვირთნაკადმა ჩვენი სატრანსპორტო დერეფნით ისარგებლოს, ძალიან ბევრს დავკარგავთ.

 

ყველაფრის  მიუხედავად, ზაქარეიშვილი, აღნიშნულ სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებს  და იმედოვნებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმძლავრესი ინფრასტრუქტურული ნაგებობა მაინც აშენდება.

 

„მეზობელმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა აზერბაიჯანი და ყაზახეთი, როგორცვე დაინახეს, რომ საქართველომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაწყო, მაშინვე საკუთარ ქვეყნებში ახალი სიმძლავრის ნავსადგურები შექმნეს. მათ ჩათვალეს, რომ უკვე ჰყავთ სანდო პარტნიორი, - საქართველოს სახით. ახლა კი, მათ თვალში არაკეთილსინდისიერი პარტნიორები გამოვდივართ.

 

მეორე, დავკარეგთ ის, რომ ანაკლია სიტი-ში უამრავი პერსონალი უნდა დასაქმებულიყო, რომლებიც, ევროპის ბაზარზეც მოთხოვნადები იქნებოდნენ.

 

მესამე, ანაკლიის ნავსადგურში საბორნე კომპლექსების განვითარება შეიძლებოდა და მეოთხე, ცენტრალური აზიის ტვირთების გადაზიდვის შანსი დავკარგეთ, რაც საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უდიდესი დანაკლისია“, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ