დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გია ხუხაშვილი: ეს თამაშია, რომელსაც კრიზისის გადალახვასთან რეალური კავშირი არ აქვს 30.11.2020 16:54

ოპოზიცია და ხელისუფლება, სინამდვილეში წითელი ხაზების დეკლარირებას ახდენს, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს რიტორიკა და კორნსტრუქციონალობანას თამაში უცხოელებზეა დამოკიდებული.

 

„ერთი მხარე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებია წითელი ხაზი და თუ არ დაინიშნა აზრი არ აქვს, მეორე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. შესაბამისად წითელი ხაზები ერთმანეთსაა აცდენილი და სრულიად აშკარაა პოლიტიკური ჩიხი. ეს რიტორიკა კორნსტრუქციონალობანას თამაში უცხოელებზეა დამოკიდებული. ეს არის უსაგნო თამაში, რომელსაც კრიზისის გადალახვასთან რეალური კავშირი არ აქვს.

უცხოელებს რამე განსაკუთრებული როლი არ აქვთ ამ შემთხვევაში. ისინი უბრალოდ უსმენენ, თუ რა დათმობებზე წავა ერთი ან მეორე მხარე. ამ წითელი ხაზებიდან გამომდინარე, ვფიქრობ არც უცხოელებს არ აქვთ რაიმე სახის ფორმულა, რითაც მხარეებს შეათანხმებენ,“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

როგორც მან განაცხადა, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

 

“ოპოზიციის წევრები შეიკრიბებიან და დაწერენ განცხადებებს. გაანულებენ სიებს, ამის შემდეგ ეს პარლამენტი გახდება 90 კაციანი. პროცესს კი შეუქცევადი ხასიათი მიეცემა. 90 კაციანი პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური და 4 წელი ვერ იარსებებს.

შევლენ პარლამენტში თუ არა, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია და ეს პერიოდი ნაკლები დანაკარგით უნდა გავიაროთ,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ