დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ლადო კახაძე - ოპოზიციამ ადამიანები თავისი   მიზნებისათვის გაწირა 30.11.2020 18:26

 კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ოპოზიციის საჯოლდაო ქვა გახდება -  ამაშია დარწმუნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ექიმი ლადო კახაძე.  როგორც მან  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში „დროული დიალოგი განაცხადა,  ვაქცინის შემოსვლისთანავე  ოპოზიციის მხრიდან წამოვა ახალი  შემოტევა  2 მიმართულებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

 

„პირველი, ვაქცინა  შეზღუდული იქნება რაოდენობრივად და  პრიორიტეტების თემა -  თუ ვის უნდა გაუკეთდეს ის იქნება  საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან და ამას უნდა შევეგუოთ. მეორე, ვაქცინის  ტრანსპორტირებისა და შენახვის  საკითხს შეეხება. ოპოზიციის ფრთაზე წამოვა განცხადებები, რომ  ვაქცინა შემოვიდა  ნორმატიული დარღვევით და   მისი გაკეთებას დააყენებენ ეჭვქვეშ“ -  განაცხადა ლადო კახაძემ

 

მისი თქმით, ოპოზიცია თავისი ქმედებებით დგას ვირუსის მხარეს. „ჩემდა სამწუხაროდ,  ოპოზიცია რევანშისთვის  აკეთებს ყველაფერს და მათ ადამიანები გაწირეს თავისი   მიზნებისათვის და სამწუხაროდ, ასე გააგრძელებენ მომავალში“, -  განაცხადა  ლადო კახაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ