დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს 30.11.2020 19:03

ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  პაციენტი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს.

 

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან  27 ნოემბერს გაუჩინარდა.

 

მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ