დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„კოვიდინფიცირების მძიმე შემთხვევებისას კომპანიის ვაქცინას 100%-იანი ეფექტიანობა აქვს“ - Moderna 30.11.2020 20:27

ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირების მძიმე შემთხვევებისას კომპანიის ვაქცინას 100%-იანი ეფექტიანობა აქვს.

 

„კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობამ პირველადი ანალიზის დროს 94.1%-ი, ხოლო ინფიცირების მძიმე შემთხვევების დროს 100%-ი შეადგინა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ კომპანია Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვისთვის დღეს მიმართავს. ამ ეტაპზე Moderna-ს პრეპარატი Pfizer-სა და AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ლიდერთა სამეულში შედის. ამ სამიდან ყველაზე იაფი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომლის ერთი დოზის ღირებულება 4 აშშ დოლარია. Pfeizer-ის ვაქცინის დოზის ფასი 20 დოლარს შეადგენს, Moderna-თი აცრა კი მსურველებს სულ მცირე 33 დოლარი დაუჯდებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ეფექტიანობა 62-90%-ს შეადგენს, Pfeizer-ისა და Moderna-ს შემთხვევებში კი ეს მაჩვენებელი 94%-ზე მაღალია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ