დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ივერი მელაშვილი მეზობელი სახელმწიფოსთვის მისაღები პერსონა იყო“ - რა წერია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმოწერის დოკუმენტში 30.11.2020 20:56

„ქრონიკამ“დავით გარეჯის საქმის მასალებიდან ერთ-ერთი დოკუმენტი მოიპოვა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2010 წლის მიმოწერის მიხედვით, ოპოზიცია ტყუის და, რეალურად, ივერი მელაშვილი მეზობელი სახელმწიფოსთვის მისაღები პერსონა იყო, რომელიც მოლაპარაკების პროცესის ყველა ნიუანსში კარგად ერკვეოდა. დოკუმენტში საუბარია 2010 წელს გამართული, დელიმიტაცია-დემარკაციის სხდომის შინაარსზე. დოკუმენტი საქმის მასალებში უკვე დევს. მასში აზერბაიჯანული მხარე მწუხარებას გამოთქვამს, რომ ივერი მელაშვილი სხდომას არ დაესწრო, ეს ფაქტი კი, ეწინააღმდეგება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, სადაც ისინი მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ მელაშვილის კომისიის წევრობას აზერბაიჯანული მხარე ეწინააღმდეგებოდა.

 

„სამწუხაროა, რომ ვერ ჩამოვიდა ექსპერტი ივერი მელაშვილი, რომელიც მოლაპარაკების ყველა ნიუანსში კარგად არის გათვითცნობიერებული“ - აღნიშნულია დოკუმენტში. 

 

 

დღევანდელი სასამართლო აქციის ფონზე წარიმართა, სხდომაზე კი დაცვის მხარემ გიგი უგულავას ძმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ