დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო 30.11.2020 21:07

მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

„გასულ კვირას, სექტემბრის შემდეგ, პირველად, მსოფლიოში დაფიქსირდა ახალი შემთხვევების შემცირება, რაც ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული მძიმე ეფექტური და აუცილებელი ზომების დამსახურებაა“ , - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლმა 63 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 1 469 026 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 43 754 172 პაციენტი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 048 250 შეადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ