დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პირველი დეკემბრიდან თურქეთში 21-იდან ხუთ საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება 30.11.2020 22:13

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პირველი დეკემბრიდან თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში აბანოების, აუზებისა და სპორტული დარბაზების მუშაობა შეჩერდება, ხოლო სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით დაუშვებენ.

 

„საუნები, აბანოები, სპორტული დარბაზები მუშაობას 1-ლი დეკემბრიდან შეაჩერებენ. სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით დაუშვებენ. ასევე შეიზღუდება ქუჩებში ხალხმრავალი ადგილების მონახულება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. სახელმწიფო დაწესებულებები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ