დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

პირველიდან 30 დეკემბრამდე თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 30.11.2020 22:24

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან - 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.

 

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. ტრანსპორტისა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზუნველყოფენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ