დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავბული ვერსია პარლამენტშია 01.12.2020 10:20

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავბული ვერსია პარლამენტში შევიდა. 

 

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16,7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული. 

 

ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 7,6 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრა.

 

გაისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18,4 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც 2,4 მილიარდი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასევე ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახლი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.

 

პროექტში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57,6 პროცენტი იქნება.

 

„საბიუჯეტო კოდექსის“ მიხედვით, პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ