დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ბესიკ დუღაშვილი: ნუ ხდებით ბრმა იარაღი სხვების თამაშში! 01.12.2020 10:55

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში შემდეი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"აბა ახლა "მოქუჩდით", რაცხა დარიგებისმაგვარი უნდა გითხრათ.
დავუშვათ ერთ მშვენიერ დღეს, დროგამოშვებით გაცნობეთ 10 ახალი ამბავი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ფართო მასებისთვის...
და ასე ვაგრძელებ თითქმის ყოველდღე.
თქვენ ეჩვევით ყველაფერ ამას და....
ერთ მშვენიერ დღეს შემოგაპარეთ ერთი ყალბი ინფორმაცია.
და რაღა თქმა უნდა თქვენ დანდობილად იღებთ ამ სიყალბეს და ვერც კი ხვდებით დროთა განმავლობაში ჩემგან მოწოდებული 10 სიყალბის გამავრცელებლები როგორ ხდებით..
და ვინც ხვდება რომ ეს სიყალბეა უწევს საწინააღმდეგოს მტკიცება და ის რაღა თქმა უნდა უმცირესობაშია..
ასე რომ ჩემო კარგებო...
1)გადაამოწმეთ ინფორმაცია ვიდრე ბრმად გაავრცელებთ.
2) დაუკვირდით, გადამოწმების შემდეგ, თუ სიმართლეა ეს ინფორმაცია ხომ არ ავნებს და აზარალებს ქვეყანას, ადამიანს...
გეკადრება თუ არა შენ ამ ინფორმაციის გავრცელება.
3) როცა აზიარებთ ვინმეს მიერ გამოთქმულ ლამაზ აზრს, ნუ დაგავიწყდებათ რომ ამ გამინათქვამის ცხოვრებაში განხორციელება ძალგიძთ.
ნუ ხდებით ბრმა იარაღი სხვების თამაშებში!!!"- წერ ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ