დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორია სამინისტროების ასიგნებები ახალი 2021 წლის ბიუჯეტით 01.12.2020 11:07

2021 წელს მთავრობა 18,384 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 2.4 მლრდ ლარით მეტია. 2020 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ხარჯები 15,923 მლრდ ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, იზრდება როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასქმებულთა რიცხვი, ასევე სახელფასო ფონდი. კერძოდ, 2021 წელს მომუშავეთა რიცხოვნობა იქნება 112 570 (2020 წელს იყო 112 214), სახელფასო ფონდი კი 1,556 მლრდ ლარიდან 1,778 მლრდ ლარამდე იზრდება.

 

რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ისევ  ჯანდაცვის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი.

 

ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებები ასე გადანაწილდა:

 

მთავრობის ადმინისტრაცია - 16,000 მლნ ლარი

 

ფინანსთა სამინისტრო - 88,900 მლნ ლარი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 469,815 მლნ ლარი

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2,371 მლრდ ლარი

 

იუსტიციის სამინისტრო - 246,500 მლნ ლარი

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5,563 მლრდ ლარი

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 174,200 მლნ ლარი

 

თავდაცვის სამინისტრო - 900,000 მლნ ლარი

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო - 790,000 მლნ ლარი

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 463,575 მლნ ლარი

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 1,802 მლრდ ლარი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ