დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

EMC - გარეჯის საქმეში პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნები ჩნდება 01.12.2020 11:48

EMC გარეჯის საქმეზე დაკავებულების წინაშე წარდგენილი ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე საუბრობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმის პოლიტიკურ მხარეზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ აუცილებელია დაკავებულთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.



"წარდგენილი ბრალდებები აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ აქ საქმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნები ჩნდება. ჩვენთვის მთავარი არგუმენტი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის აბსურდულობა. საქმის მასალები აჩვენებს, რომ კომისიის წევრები ამ რუკის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მისი არგამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც, კომისიის წევრების მიერ იყო მიღებული," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ