დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კობა ხაბაზი: რიჟვაძე პატარა კაცუნაა, რომელსაც ბუშტების ეშინია 01.12.2020 12:49

ხმაური და დაპირისპირება გრძელდება აჭარაში. როგორც ჩვენი კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დილიდან დაიწყო. პოლიციის მიერ დაკავებულია რამდენიმე პირი.

 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი კობა ხაბაზი „ჯორჯიან თაიმსთან" აცხადებს, დაკავებულია აქციის 3 მონაწილე.

 

„ჯერჯერობით, რაც ვიცით, 3 ადამიანია დაკავებული. ერთ-ერთი ახალგაზრდული მოძრაობა „ტალღას“ დამფუძნებელი ლაშა კომახიძეა. უნიჭიერესი და უწესიერესი ადამიანი.

დაპირისპირება  მოჰყვა ბუშტებს. რიჟვაძეს ბუშტოფობია, პანიკური შიში აქვს. გასცა უკანონო განკარგულება. აკავებს ახალგაზრდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბუშტები აუშვეს წარწერით - „რიჟვაძე გამოდი“.  ასევე წარწერებზე არის, რომ რიჟვაძე არის „ჩმორი“. მართლა „ჩმორია“ და პატარა კაცუნა, რომელსაც ბუშტების ეშინია,“- განაცხადა კობა ხაბაზმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ