დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე 01.12.2020 13:03

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომლებმაც დაცვის თანამშრომლებს გაუხსნეს ცეცხლი.

 

შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა.

 

თავდამსხმელებმა თავდაპირველად შენობაში შესვლა სცადეს, რაზეც დაცვის თანამშრომლებმა უარი განუცხადეს, რადგან შენიშნეს, რომ აღნიშნული პირები შეიარაღებულები იყვნენ. 

 

უარის შემდეგ, მათ თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით გაისროლეს, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს.

 

იმ შესასვლელთან, საიდანაც ჰოსპიტალში თავდამსხმელები შევიდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება მდებარეობს, იქვე არიან მოთავსებულები კოვიდ პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

 

თავდამსხმელებმა წაიღეს 3000 ლარი. ექიმ ნინო კილაძის თქმით, თავდამსხმელები დაცვას გაეცნენ, როგორც პაციენტები.

 

"სთხოვეს კარის გაღება. დაცვამ კარები რომ არ გააღო, მოხდა 3 გასროლა. შედეგად არავინ დაშავებულა. ეს 2 ადამიანი, სავარაუდოდ, იყო ფეხით. წაიღეს 3000 ლარი. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ტყვია მოხვედროდა ჩვენს თანამშრომელს, ისევე, როგორც ბრმა ტყვია შესულიყო განყოფილებაში, სადაც პაციენტები წვანან". - ამბობს ექიმი.

 

ამ წუთებში კლინიკის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ექიმები ამ წუთებში გამოძიებას ჩვენებას აძლევენ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ