დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა 01.12.2020 13:28

მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები არ ეხება ავტომობილების ტექნიკურ ინსპქტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სავალდებულოა ავტომობილების ტექინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ, მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე. შესაბამისად,მძღოლებმა დროულად უნდა გადაამოწმონ,  როდის უწევთ  ავტომობილის ტექინსპექტირება და მოემზადონ მის გასავლელად. 

 

შეგახსენებთ, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება 10 ელემენტის მიხედვით: 1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია 2. სამუხრუჭე აღჭურვილობა 3. საჭით მართვის სისტემა 4. ხილვადობა 5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა 6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება 7. შასი და მისი შემადგენლები 8. სხვა მოწყობილობები 9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი) 10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

 

ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურებში ცვლილებაა. ის მოქალაქეები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება მოუწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უნდა გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ