დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დავით კეშელავა მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პოსტპანდემიური გეგმა უნდა წარადგინოს 01.12.2020 14:02

 

მთავრობამ უნდა წარადგინოს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, - დავით კეშელავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით გადასადგმელ ნაბიჯებს ეხება.

 

„ბიზნესის დიდი ნაწილი ახლა პარალიზებულია. ამიტომ, გეგმის მიხედვით, სექტორების აღდგენა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

 

ამის შემდეგ, როცა შიდა ეკონომიკა ამოქმედდება, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ქვეყნების საზღვრების გახსნა, - თუ რა თქმა უნდა, პანდემიამ ამის შესაძლებლობა მოგვცა. იმ სექტორების მიმართ, რომლებმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს, სახელმწიფო პროაქტიული უნდა გახდეს. ასეთი გახლავთ პირველ რიგში, ტურიზმი. კარგი იქნება, თუკი სახელმწოფო ამ სექტორს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება“, - აცხადებს ის.

დავით კეშელავას განმარტებით, ამ გეგმაში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის როლიც.

 

 „თუ ინფლაციის მაჩვენებელი ახლოს იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან, მომდევნო წელს, ეროვნული ბანკი ეკონომიკის წახალისებას შეძლებს“, დასძენს ის.

კეშელავა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდაზე და სოციალური პროექტების საჭიროებაზეც საუბრობს:

 

„ისეთი სახელმწიფო პროექტების ეფექტიანობა, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, უნდა გაიზარდოს და ზოგადად, ეკონომიკის სტრუქტურის ხალხის სასიკეთო ცვლილება უნდა მოხდეს. ხოლო სოციალური პროექტები, აუცილებლად ახლავე, პანდემიის პერიოდში უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნავს დავით კეშელავა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ