დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ვახტანგ მაისაია: ნატოში გაწევრიანების გეგმა ჩვენი ქვეყნისთის იდეალური ვარიანტია 01.12.2020 14:29

ჩვენი ქვეყნის აქტიურობა და სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობა ნატოში შესვლის პერსპექტივებს კიდევ უფრო ზრდის, -ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "ჯორჯიან თაიმსთან " განაცხადა.

 

მისი თქმით, ნატოსთვის შავი ზღვა პრიორიტეტულია, რადგან ნატოში 3 სახელმწიფოა, რომელიც მის საზღვარს განეკუთვნება. თუ მოგვცემენ გაწევრიანების გეგმას, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური ვარიანტი.

 

"შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება 2004 წელს გახდა პრიორიტეტული, სტამბულის ნატოს სამიტზე მიღებულ იქნა დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილება არის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი,"- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

როგორც ის აცხადებს, ნატოში ბევრი მოდელი არსებობს და შეუძლიათ ნებისმიერი მოგვისადაგონ

 

"იმედია, საქართველო მიიღებს გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს ანუ მაპს. მის გარეშე საქართველოს არავინ მიიღებს ნატოში. დანარჩენი გამოჩნდება მომავალში, თუ რა მიდგომები გააჩნიათ ჩვენს მიმართ. რუსეთს არ გაუხარდება, რა თქმა უნდა, ეს და აგრესიული ქმედებები განახორციელოს. გაღიზიანდება, რადგან ნებისმიერი ინფრასტრუქტურის განვითარება და მოახლოება მათთვის სახიფათოა,"- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "ჯორჯიან თაიმსთან".

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ