დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დავით კეშელავა - საგარეო ვალის სწორად მართვა და ხარჯების მინმალურამდე შემცირება უნდა მოხდეს 01.12.2020 14:45

ურთულესია მოვახდინოთ პროგოზირება, თუ როგორ იფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა მომავალში და აქედან გამომდინარე, როგორ გაიწერება ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, - დავით კეშელავამ განუცხადა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ბიუჯეტის კორექტირება ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს“.


დავით კეშელავას თქმით, საგარეო ვალთან დაკავშირებით , „ჩვენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან განსაზღვრული გვაქვს, რომ ვალის თანადაფინანსება მთლიან შიდაპროდუქტთან, არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. ხოლო, თუ ის 60%-ზე მეტი გვაქვს, ეს უკვე რისკია. ეს მაჩვენებელი მოქმედებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზეც. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვალი 60%-ზე დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ“, - აცხადებს კეშელავა და ვალის ეფექტიანი მართვისა და ხარჯების მინიმალურად შემცირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ